აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონის მერი : "სისულელეებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ"

date 19 სექტემბერი 2018
article505.jpg

  ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე მერიის შენობაში მივიდა, თუმცა ადგილზე მყოფ აქციის მონაწილეებს არ შეხვედრია. კახაბერ მახათაძეს კომენტარი არც მედიასთან გაუკეთებია. 
"სისულელეებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ", - მხოლოდ ეს განმარტა ზესტაფონის მერმა. 

  აქციის მონაწილეები კი დაშლას არ აპირებენ და ისინი ამ დრომდე შენობაში რჩებიან. მათი მოთხოვნა მახათაძის თანამდებობიდან წასვლაა.

  ,,ზესტაფონის ფეროს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ქობულეთში ერთ-ერთ სასტუმროსთან, რომელიც მახათაძის და მისი ძმის ბიზნესია. თანამშრომლები კი ზაფხულში ქარხნის ბიუჯეტით იქ ისვენებენ. მივმართავ იმერეთის გუნერნატორს და მაჟორიტარ დეპუტატს,შეგვხვდეს და დაინტერესდეს ზესტაფონის მერია წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეებით და მის მიმართ არსებული პრეტენზიებით" - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, ზესტაფონის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ.

  ისინი ზესტაფონის ადმინისტრაციულ შენობაში დილით მივიდნენ, მათ შენობაში მისვლას კი ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. 

  კახა მახათაძესთან ბიზნესკავშირს უარყოფენ შპს "ჯორჯიან მანგანეზში", რომელიც ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში ოპერირებს. კომპანიაში ამბობენ, რომ მათ ქობულეთში არსებულ არც ერთ სასტუმროსთან ხელშეკრულება არ აქვთ გაფორმებული. 

  მახათაძე ბიზნესსაქმიანობას 2011 წლიდან ახორციელებს. მას სხვადასხვა დროს ათზე მეტ კომპანიაში უფიქსირდება წილი.