ზესტაფონი ევროკომისრების ყურადღების ცენტრში მოექცა — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონი ევროკომისრების ყურადღების ცენტრში მოექცა

date 21 ოქტომბერი 2019
article631.jpg

  ზესტაფონელი ახალგაზრდა, რომელიც სასწავლო და დიპლომატიური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა შეხვდა ევროკომისრებს, ნატო-საქართველოს დელეგატებს და ევროპარლამენტარებს. დავით კამლაძე ასევე  შეხვდა ევროპის რეგიონალური განვითარების ხელმძღვანელს, რომელიც ადრე ნამყოფია იმერეთში და რომელსაც ვრცლად ესაუბრა ზესტაფონზე. თავის მხრივ ევროპის რეგიონალური განვითარების ხელმძღვანელმა კარგი იდეები მიაწოდა დავით კამლაძეს და ისაუბრეს პრობლემების გადაჭრის გზებზე, სადაც გამოთქმული იქნა მზაობა როგორც პროფესიონალური ასევე ფინანსური დახმარების გზით. ტრიბუნიდან მონოლოგის წაკითხვის შემდეგ ზესტაფონი ევროკომისრების ყურადღების ცენტრში მოექცა.

   "ის, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს ქართველი ხალხისთვის. ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, ჯერ კიდევ სულხან-საბა ორბელიანმა ჩაუყარა საფუძველი. ათწლეულებია, რაც ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ევროპული ოჯახის სრულყოფილ წევრად ჩამოვყალიბდეთ. ამ მხრივ ძალიან ნაყოფიერად უნდა შეფასდეს 21 -ე საუკუნის დასაწყისი. ამაზე ახლოს ჩვენი ქვეყანა დასავლურ ორგანიზაციებთან არასდროს ყოფილა, ვიდრე დღეს და მე მაქვს იმის საფუძველი, რომ დარწმუნებით გითხრათ: " ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროატლანტიკური ოჯახის შემადგენელი ნაწილი და ამას წინ ვერაფერი აღუდგება". ამის მტკიცებულებად ისიც კმარა, რომ განახლებულ კონსტიტუციაში ოფიციალურად ჩაიწერა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შესახებ. ამას ფაქტს ემატება და ამყარებს ჩემი, როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქის პირადი შეხედულება. პოლიტოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდგომ, სხვა უამრავ ახალგაზრდასთან ერთად ქვეყნის სამსახურში ჩადგომა გადავწყვიტე, როგორც ბიზნესის, ასევე პოლიტიკური აქტიურობის კუთხით და შესაბამისად ყველა გამოწვევას ვუმკლავდები.  ამ ყველაფერს ბრიუსელიდან, "მსოფლიო პოლიტიკის დედაქალაქიდან" გწერთ. ერთი კვირა გავიდა, რაც ქართველ სტუდენტებთან ერთად ევროპულ ინსტიტუტებს ვსტუმრობ, ხვალ სტრასბურგის ევროპის პარლამენტში მივემგზავრებით. ვერ წარმოიდგენთ, როგორ დაგვხვდნენ ევროპელები, არ დავმალავ და ნამდვილად არ მეგონა თუ ასე ახლოს იყო საქართველო ევროპის მოწინავე ქვეყნებთან, ვისაუბრეთ ყველა თემაზე, ყველა დეტალზე, შევეხეთ იმ თემებს, რომელსაც ვერასდროს მოისმენთ ტელევიზიით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ორგანიზაციების წევრობის საკითხი გადაწყვეტილია..."ამას წყალი არ გაუვა". ამაში შეიძლება ბევრი შემედავოს და არც გავკიცხავ, რადგან სანამ აქ ჩემი თვალითა და ყურით არ ვნახე და არ მოვისმინე მეც საპირისპირო აზრზე ვიყავი. ამ აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობას კი ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკური მდგომარეობა და დეზინფორმაციების გავრცელება უწყობს ხელს. ყველაზე ემოციურად შევხვდი იმ ფაქტს, როცა რეგიონალური განვითარების სამსახურის წარმომადგენლებს შევხვდი, რომლებიც ძალიან კარგად იცნობდნენ იმერეთს და მითხრეს კიდეც, რომ რამოდენიმეჯერ ესტუმრნენ ქუთაისს, მეც არ დავაყოვნე და ჩვენს პატარა ქალაქ, ზესტაფონზე მოვუყევი, მეტ-ნაკლებად ჩვენი პრობლემები დავუხატე და დაპირებაც მივიღე, როგორც პროფესიონალური, ასევე ფინანსური. გინდ პოლიტიკური განცხადება უწოდეთ ან რაც თქვენ გსურთ, მაგრამ ის გზავნილი, რომელიც ბროუსელიდან უნდა გავაჟღერო შემდეგია : ყველა ის სასიხარულო ამბავი, რომელიც აქ დამხვდა, მხოლოდ და მხოლოდ ქართველი დიპლომატების დამსახურებაა!!! ყველას მოგიწოდებთ, არ ავყვეთ დეზინფორმაციას, არ ავყვეთ მტრულ ნარატივებს, ქვეყანას აშენებს ერთ მუშტად შეკრული "ერი"- განაცხადა დავით კამლაძემ "zestafoni.ge"-სთან საუბარში.


??????? ????