ხმაური და დაპირისპირება ზესტაფონის მერიაში — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ხმაური და დაპირისპირება ზესტაფონის მერიაში

date 20 აპრილი 2021
article711.jpg

  
  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციამ გუშინ განცხადება გაავრცელა:
"ყოველგვარი უზუსტობისა და შესაძლო პოლიტიკური სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად, ვაცხადებთ, რომ 2021 წლის 17 აპრილის, მმართველი პარტიის ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც ბიუროს სრული შემადგენლობა ესწრებოდა, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან ფარული, პარტიის ხელმძღვანელობისათვის კატეგორიულად მიუღებელი ურთიერთობის გამო, ერთხმად გადაწყდა მაია კახნიაშვილის, ლევან ჭანტურიძისა და პარტიის კიდევ რამდენიმე წევრის პარტიიდან გარიცხვა.
შესაბამისად, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2021 წლის 17 აპრილის შემდეგ, ეს ადამიანები პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრები აღარ არიან!"

  თავად პარტიიდან გარიცხულები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" დატოვებას ისედაც აპირებდნენ, რადგან მმართველი პარტია ხალხზე აღარ ზრუნავს, რეგიონში მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობაა, მერი, გიორგი გოგლიჩიძე კი კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობს. მათი თქმით, სწორედ ამიტომ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ მერიასთან საპროტესტო აქცია დაგეგმეს, რასაც "ოცნების" რეაგირებაც მოჰყვა.

   საპროტექსტო აქცია დათქმულ დროს გაიმართა ზესტაფონის მერიაში