Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



უკანონოდ დადგმული ძეგლის დემონტაჟი

date 9 ნოემბერი 2015
article222.jpg

   

 

 

 

   სტალინის ძეგლის დემონტაჟთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მუნიციპალიიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და თვითმმართველობის პოზიცია დააფიქსირა. გთავაზობთ თვითმმართველობის განცხადებას:
„შორაპანში სტალინის ძეგლის დადგმის ნებართვა ზესტაფონის ადგილობრივ თვითმმართველობას არ გაუცია. ამ საკითხებზე მუნიციპალიტეტისთვის არავის მიუმართავს, შესაბამისად საკითხი განსახილველად არც კი დამდგარა. მოცემულ შემთხვევაში ადგილი გვაქვა ზესტაფონის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის მხრიდან თვითნებობასთან, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობა კატეგორიულად ემიჯნება. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ 2013 წლიდან მოქმედებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „თავისუფლების ქარტია“ , რომელიც კრძალავს ყველა იმ სიმბოლიკას, რომელიც უკავშირდება ტოტალიტარულ იდეოლოგიას და რეჟიმს. მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა გაატარა შესაბამისი ღონისძიებები და მოახდინა უკანონოდ დადგმული ძეგლის დემონტაჟი“.