ზესტაფონში ავეჯის საამქრო დაიწვა — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონში ავეჯის საამქრო დაიწვა

date 5 სექტემბერი 2017
article254.jpg

  "პატრიოტთა ალიანსის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაცია ხელისუფლებას თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისაკენ მოუწოდებს. "პატრიოტები" მათი მხარდამჭერების მიმართ განხორციებულ მუქარებსა და დაშინების ფაქტებზე საუბრობენ. 

პაატა გაბრიჩიძის თქმით, ის 2012 წლიდან "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო, თუმცა "ოცნება" დატოვა, რადგან როგორც ამბობს, კოალიციამ ხალხს დანაპირები არ შეუსრულა. 

"ამის მერე მეუბნებოდნენ, რომ დავბრუნებულიყავი. რა ნამუსით მიმეღო თანამდებობა და რა მეპასუხა იმ ხალხისთვის, რომელთაც არაფერი გაუკეთეს. ეს საამქრო ორი ოჯახის შემოსავლის წყარო იყო. 30 000 ლარამდე ზარალი მივიღე. აქ იყო როგორც დამზადებული ავეჯი, ისე მასალა ახალი ავეჯის დასამზადებლად. შუაღამისას გაჩნდა ცეცხლი. სავარაუდდო მიზეზად ელექტროენერგია დასახელდა, თუმცა როგორ უნდა გაეჩინა დენს, როცა 12 წლის განმავლობაში საამქროს ყოველ საღამოს მე ვკეტავდი და დილითაც მე ვაღებდი, ხოლო დაკეტვისას შუქს საერთოდ ვთიშავდი," - ამბობს პაატა გაბრიჩიძე. 

პარტიის ზესტაფონის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე გამოძიების დასრულებას ელოდებიან. მომხდარს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი გამოეხმაურა. მან მომხდარი ხელისუფლების მიერ ძლიერი კანდიდატების მოშორების მცდელობით ახსნა.