მერის მხარდამჭერი აქცია — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



მერის მხარდამჭერი აქცია

date 25 სექტემბერი 2018
article509.jpg

  ზესტაფონის მერის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები მერის კაბინეტის წინ მსხდომ მოშიმშილე მოქალაქეებთან შევიდნენ და სთხოვეს , მიეცათ კახა მახათაძისთვის კაბინეტში შესვლის და მუშაობის საშუალება, რასაც ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეები რომლებიც კახაბერ მახათაძის გადადგომას ითხოვენ მერვე დღეა აქციებს მართავენ და მეორე დღეა შიმშილობენ. აქციის მონაწილეებმა მერის მხარდამჭერებს მოუწოდეს დატოვონ ტერიტორია რადგან მათ შორის კონსესუსი ვერ შედგება. ადმინისტრაციის უფროსის თქმით გარკვეული ძალების მხრიდან აღნიშნული პროცესები მართულია.