ზესტაფონის მერის კახაბერ მახათაძის გადადგომის მოთხოვნით, მომავალი კვირიდან ზესტაფონში საპროტესტო აქციები იწყება — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



მერის გადადგომის მოთხოვნით აქციები ანონსდება

date 7 დეკემბერი 2018
article540.jpg

  ზესტაფონის მერის კახაბერ მახათაძის გადადგომის მოთხოვნით, მომავალი კვირიდან ზესტაფონში საპროტესტო აქციები იწყება. აქციებს ის ადამიანები აანონსებენ, რომლებიც თვლიან, რომ მერად მოსვლის შემდეგ, კახაბერ მახათაძემ ისინი სამსახურიდან უსამართლოდ გაათავისუფლა. ყოფილი თანამშრომლები მერმა დღეს შეხვედრაზე დაიბარა და მათ სამსახურში დაბრუნება გაჩუმების სანაცვლოდ შესთავაზა. შეთავაზებას უარი მოჰყვა. მერის ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ ისინი გაჩუმებას და მერთან ვაჭრობას არ გეგმავენ.

  "სამსახურში ჩვენი დაბრუნებით მერი თანამდებობაზე ყოფნის ვადის გახანგრძლივებას ცდილობს. აქამდე რატომ არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება და რატომ არ დაგვაბრუნა? მერი კრიმინალია და ის საერთოდ უნდა წავიდეს ზესტაფონიდან. ბიუჯეტის ფულს თავისი მიზნებისათვის ხარჯავს. თუ არ წავა, გადავსკოჩავთ და ისე გამოვიყვანთ კაბინეტიდან,"- ამბობენ გათავისუფლებული მოქალაქეები.

  ზესტაფონის მერიაში აცხადებენ, რომ გათავისუფლებულები იტყუებიან, რადგან მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს მიიღო. რაც შეეხება მერის წასვლას, მერიის იურიდიული განყოფილების იურისტი ამბობს, რომ

  კახაბერ მახათაძე არჩეული მერია და უფლებამოსილების ვადა ჯერ არ ეწურება