Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



კოკაიას გუნდი არჩევნებში მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს

date 11 ოქტომბერი 2017
article391.jpg

ილია კოკაიას გუნდი ზესტაფონში მხარს ქართული ოცნების კანდიდატს დაუჭერს. ამის შესახებ განცხადება დამოუკიდებელმა კანდიდატმა სერგო ფუტკარაძემ გუშინ გააკეთა.

„თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებელ დეპუტატად ვიყავი დარეგისტრირებული. მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატის კახაბერ მახათაძის სასარგებლოდ. მინდა გითხრათ, რომ ნდობას ვუცხადებ მათ მიერ წარდგენილ ზესტაფონის მერობის კანდიდატს კახაბერ მახათაძეს. ჩვენ გვჯერა , რომ ის ღირსეული კანდიდატია და ზესტაფონის უკეთესი მომავლისათვის იზრუნებს “ - ასე განმარტა სერგო ფუტკარაძემ საკუთარი გადაწყვეტილება.

თუმცა, როგორც მან მიანიშნა, ეს არა მხოლოდ მისი, ილია კოკაიას გუნდის პოზიციაა. პარლამენტის 2016 წლის არჩევნების დროს ბიზნესმენი ილია კოკაია კენჭს ზესტაფონის მაჟორიტარად იყრიდა. მეორე ტურში მან მხარი ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს შალვა კიკნაველიძეს დაუჭირა. სერგო ფუტკარაძის განმარტებით, მაშინ: „მთელი ჩვენი რესურსი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებას მოვახმარეთ.“ როგორც ჩანს, თვითმმართველობის არჩევნების დროსაც ილია კოკაიას გუნდი საკუთარ რესურსებს მმართველი პარტიის გასამარჯვებლად მიმართავს.


წყარო: http://primetime.ge