კიკნაველიძე ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



კიკნაველიძე ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს

date 13 მაისი 2019
article581.jpg

  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი შალვა კიკნაველიძე ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ვახტანგ რობაქიძის მხრიდან მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

  „ეს არის მისი მხრიდან სიცრუის ტირაჟირება და საზოგადოების ყურადღების მიქცევის მორიგი მცდელობა. მის განცხადებაში მოყვანილი ფაქტები არის ტყუილი, არ შეესაბამება სიმართლეს", - აცხადებს შალვა კიკნაველიძე.

  ის ასევე ადასტურებს მერობის დამოუკიდებელ კანდიდატთან შეხვედრის ფაქტს და ამბობს, რომ შეხვედრა სწორედ რობაქიძის ინიციატივით გაიმართა. კიკნაველიძის თქმით, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შემადგენელი ნაწილია სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან შეხვედრა.

  "გიდასტურებთ, რომ შეხვედრა შედგა მისივე სურვილით და მე ყოველთვის მზად ვარ, შევხვდე ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანს, მით უმეტეს ზესტაფონელს. რაც შეეხება შეხვედრის თემას, საუბარი იყო არჩევნების წყნარ, მშვიდ ვითარებაში წარმართვაზე და მისი მხრიდან შესაძლო მხარდაჭერაზე, რაც პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილია",- განმარტა შალვა კიკნაველიძემ.

  შალვა კიკნაველიძე საჭიროების შემთხვევაში მზად არის ამომწურავი პასუხი გასცეს შესაბამის უწყებებს. ასევე, ის საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ ცილისწამებისთვის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.

  "გამომდინარე იქედან, რომ ზესტაფონში მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი, ამ ეტაპზე თავს ვიკავებ და არ მივმართავ შესაბამის სტრუქტურებს, თუმცა არჩევნების დასრულების შემდგომ, მე მივმართავ სასამართლოს, რათა მოხდეს რობაქიძის მიერ გაცხადებული ინფორმაციის დადასტურება ან საჯარო უარყოფა." - აცხადებს შალვა კიკნაველიძე.

  შეგახსენებთ, ვახტანგ რობაქიძე, მაჟორიტარ დეპუტატს შალვა კიკნაველიძეს ამომრჩევლებზე ზეწოლაში, მათთვის ნარკოტიკების დარიგებასა და მოსყიდვაში ადანაშაულებს


??????? ????