თავს ზესტაფონის მერად ვაცხადებ — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



გოგი წულაია თავს ზესტაფონის მერად აცხადებს

date 20 მაისი 2019
article586.jpg

  ზესტაფონის 51-ე საოლქო კომისიასთან პარტია „თავისუფალი საქართველოს“ აქცია მიმდინარეობს.

  პარტიის ლიდერი კახა კუკავა და მერობის კანდიდატი გოგი წულაია შენობასთან პარტიის კოორდინატორებთან ერთად მივიდნენ. წულაიას განცხადებით, მათ პროტესტის ნიშნად, დამკვირვებლები ყველა უბნიდან მოხსნეს.

   წულაია აცხადებს, რომ კოორდინატორების ნაწილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და ვარაუდობს, რომ მათზე ზეწოლა მიმდინარეობს.

   „წინასაარჩევნო პერიოდში მე ვნახე, როგორ გვიჭერს მხარს მოსახლეობა, მე არ მაინტერესებს, რას დაწერს ცესკო, მე თავს მერად ვაცხადებ და როდესაც დავჭირდები ზესტაფონელებს, მათ გვერდით ვიქნები. დაშინება დაიწყო. ჩემი კოორდინატორების ნაწილი აღარ მეკონტაქტება და ტელეფონები გათიშეს. დაშინებული ადამიანები ვერ საუბრობენ და მე ვისაუბრებ მათ ნაცვლად. არ გაუვათ გაყალბება და დავიცავთ ხმებს“,- განაცხადა გოგი წულაიამ.

   კახა კუკავას თქმით, მოსალოდნელია მეორე ტური, სადაც მის კანდიდატს გადასვლის დიდი შანსი აქვს.


??????? ????