Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



საარჩევნო უბნის წინ ახალგაზრდებმა ცოცხები და ხელკეტები ჩამოკიდეს

date 28 ნოემბერი 2018
article536.jpg

  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოში #34 საარჩევნო უბნის წინ, ცენტრალურ გზაზე ცოცხები და ხელკეტებია ჩამოკიდული.

"ქართული ოცნების" აქტივისტის ლევან ჭანტურიძის თქმით, ახალგაზრდებმა ამ ფორმით ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ძალადობრივი პერიოდი გააპროტესტეს და კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რატომ არ უნდა დაუშვან ამ პოლიტიკური ძალის დაბრუნება.

დღეს საქართველო 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. 

პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.