ყველაზე მეტი ხმა "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ბეჟან წაქაძემ მოაგროვა — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ყველაზე მეტი ხმა "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ბეჟან წაქაძემ მოაგროვა

date 2 ნოემბერი 2020
article693.jpg

ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის 21-ე საარჩევნო ოლქში 157-ვე საარჩევნო უბანი დათვლილია. წინასწარი მონაცემებით, ყველაზე მეტი ხმა "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ბეჟან წაქაძემ მოაგროვა. მან 38080 ხმა აიღო, რაც ხმების 49, 49 %-ია.

შემდეგია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა 26, 98 % აიღო, რაც 20764 ხმას შეადგენს. 

ხმათა რაოდენობის მიხედვით მესამე ადგილზეა "ევროპული საქართველო". გიორგი წერეთელმა 9558 ხმა აიღო, რაც ხმების 12, 42 %-ია.

ანა ბიბილაშვილმა "ლელოდან" ხმების 3, 48 % აიღო.

დანარჩენი ხმები სხვადასხვა პარტიებზე გადანაწილდა.