Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



კოკაია პოლიტიკაში მიდის

date 24 აგვისტო 2016
article223.jpg

   საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია პოლიტიკაში მიდის.

   როგორც "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში კოკაიამ განაცხადა, ის ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება და არა რომელიმე პარტიისთვის, არამედ დამოუკიდებლად იყრის კენჭს.

   "ადრე ნაკლებად მიწევდა ზესტაფონში ყოფნა. საფეხბურთო მატჩებზე ჩავდიოდი, კლუბის გულშემატკივრებს ვხვდებოდი...

   ახლა კი, როდესაც ამხელა შესვენების მერე ამ ქალაქში ჩავედი, შემიძლია ვთქვა, რომ მე ასეთი ცუდი ზესტაფონი არ მახსოვს. ხალხი განადგურების პირასაა მისული და ამას ის ეკოლოგიური პრობლემაც ემატება, რომელიც ასე ახრჩობს ამ ქალაქს", - განაცხადა კოკაიამ.