ომის ათი წლისთავი აღნიშნეს — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონში აგვისტოს ომის ათი წლისთავი აღნიშნეს

date 8 აგვისტო 2018
article479.jpg

  ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ვახტანგ ღამბაშიძემ, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გოჩა გაბუნიამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, პატივი მიაგეს აგვისტოს ომის გმირებს და გვირგვინით შეამკეს თანამემამულის, უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის მემორიალი.

  ამასთან, ზესტაფონის მერიის ცნობით, აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი ღონისძიებები დილიდანვე დაიწყო.



„8 აგვისტო ყველაზე მძიმე და მტკივნეული დღეა ჩვენი უახლესი წარსულიდან. ეს იყო უდიდესი დანაკლისი და შეუძლებელია მისი დავიწყება. აქ იმყოფებიან ზაზა ფერაძის მშობლები და შვილები, რომლებსაც განსაკუთრებით უმძიმთ, მაგრამ ამავე დროს ეამაყებათ, რომ მათმა ოჯახმა ასეთი გმირი აღზარდა. ქედს ვიხრით მისი ხსოვნის წინაშე“ -აღნიშნა კახაბერ მახათაძემ. 
„ზაზა ფერაძე 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალთან დაიღუპა. იგი სნაიპერის ტყვიამ სწორედ მაშინ იმსხვერპლა, როდესაც დაჭრილი თანამებრძოლის გადარჩენას ცდილობდა.
უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. 2015 წელს საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს მისი სახელი მიენიჭა“.

 


??????? ????