Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი გამჭვირვალობის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს

date 28 თებერვალი 2018
article431.jpg

 

 

 

   "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მორიგ კვლევას აქვეყნებს, რომელიც მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებას ეხება. 
კვლევის მიხედვით, ირკვევა:



   "ზესტაფონის საკრებულომ 2016 წლის 23 სექტემბერს მიღებული N19 დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი;
მიღებული დადგენილება მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს;თუმცა მერიისა და საკრებულოს საერთო ვებგვერდზე (http://zestaphoni.ge/) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას.",- წერია კვლევაში.