ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდს ახალი მისამართი აქვს www.zestaphoni.ge, რომელიც კომპანიებისათვის განკუთვნილი დომენური ზონიდან COM ქართულ, ნაციონალურ GE ზონაში გადმოერთო.
მანამდე არსებული მისამართი კი რამოდენიმე საათია უკვე მიუწვდომელია. რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით რეგისტრაციის ვადა გასულია, რაც შესაძლოა დომენის გათიშვის მიზეზი გამხდარიყო.