ნალექს სერიოზული პრობლემები არ შეუქმნია — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ნალექს სერიოზული პრობლემები არ შეუქმნია

date 4 იანვარი 2016
article231.jpg

   მუნიციპალიტეტში 3 იანვარს მოსულ უხვ ნალექს ამ დრომდე სერიოზული პრობლემები არ შეუქმნია. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. გაწმენდილია ცენტრალური გზები, აგრეთვე ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები. თოვლის საფარისგან ამჟამად ცალკეული უბნები იწმინდება. კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური გზის ცენტრალურ მონაკვეთზე ტექნიკურ მარილს ყრის, რათა საავტომობილო გზებზე მოძრაობა უფრო უსაფრთხო გახდეს. ჩვეულ რეჟიმში მუშაობს ტრანსპორტი. როგორც „ენერგო პრო – ჯორჯია“ – ს ზესტაფონის სერვის ცენტრის მენეჯერი ამბობს ამ დროისთვის სრულად მიეწოდება დენი მუნიციპალიტეტს.