ზესტაფონში ტროტუარებს ხელახლა აკეთებენ — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონში ტროტუარებს ხელახლა აკეთებენ

date 8 ივნისი 2018
article449.jpg

  ზესტაფონში, ზაქარიაძის ქუჩაზე, რომელიც ქალაქის ერთ–ერთი შემოსასვლელში მდებარეობს, ფეხით სავალი ნაწილის განახლება მიმდინარეობს. 
პროექტი წინა წელს დაიწყო და სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო შეჩერდა. მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „აკაია“ ასრულებდა. 
შესაბამისი სამსახურების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ დაგებული ფილების სისქე არ შეესაბამებოდა პროექტით გათვალისწინებულ სტანდარტს, რის გამოც მოხდა დემონტაჟი და იგივე კომპანიის მიერ ამჟამად, თავიდან ხდება ტროტუარის განახლება. 
  „ჩვენი სამსახურები მუდმივად აწარმოებენ მონიტორინგს და არ დავუშვებთ, რომ შესრულებული სამუშაოები სტანდარტს არ აკმაყოფილებდეს. სამომავლოდ გავითვალისწინებთ და ვითანამშრომლებთ მხოლოდ იმ კომპანიებთან, რომლებიც კეთილსინდისიერად შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას“ ,– განაცხადა ზესტაფონის მერმა, კახაბერ მახათაძემ