Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



სოფლებს დასუფთავების სერვისცენტრი მოემსახურება

date 17 ივლისი 2018
article468.jpg

  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში საყოფაცხოვრებო ნარჩენების 62 ურნა განთავსდა. ზოვრეთის, კლდეეთის, ფუთის, ტაბაკინისა და კვალითს მოსახლეობას მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი მოემსახურება.ასევე დაემატა ურნები ამ სერვისით მანამდე მოსარგებლე რამდენიმე სოფელს. სამომავლოდ ნაგვის კონტეინერები დაიდგმება მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც.
  „გარდა ამ ხუთი სოფლისა, ურნები დავამატეთ სოფელ რკვიაში. ახლო მომავალში ვგეგმათ სოფელ ქვედა საზანოშიც. ამჟამად ვაწარმოებთ ნარჩენების გატანაზე ქრონომეტრაჟის განსაზღვრას. ჯერჯერობით, ყველა ამ სოფელს, კვირაში ორჯერ მოემსახურებიან დასუფთავების სამსახურის მანქანები“,– აღნიშნა დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის ხელმძღვანელმა, გია ორბელაძემ.
  „ბუნებაზე და ეკოლოგიაზე ზრუნვა ყველგან იმით იწყება, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებით არ დავაბინძუროთ ჩვენი საცხოვრებელი გარემო. ეს ამბავი ჩვენი სოფლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ჩირგაძემ.