Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



სკვერი დეკორატიული მცენარეებით განახლდა

date 28 ივნისი 2018
article458.jpg

  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ, მერიის წინ არსებულ სკვერს საჩუქრად სხვადასხვა სახეობის დეკორატიული მცენარეების 120 ყუთი გადასცა.

  თითოეულ ყუთში 60 ძირი ყვავილია მოთავსებული. ჰიბრიდული ჯიშის ბეგონიები და ზაფრანები, სხვა ჯიშებთან ერთად, სკვერში უკვე ირგვება. 
  „მერმა ანალოგიური საჩუქარი რამდენიმე თვის წინაც გაუკეთა მშობლიურ ქალაქს - ზამთრის მიწურულს, მუნიციპალიტეტის მერიის წინ მდებარე სკვერი, მის მიერ ნაჩუქარი უნიკალური ნაძვის რამდენიმე სახეობით და დეკორატიული ყვავილებით განახლდა,“ - ნათქვამია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ინფორმაციაში.