საპროტესტო აქცია სოფელ პირველ სვირში — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



საპროტესტო აქცია სოფელ პირველ სვირში

date 27 სექტემბერი 2017
article381.jpg

  ზესტაფონის რაიონის სოფელ პირველ სვირში, ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ, კერძოდ კი ეკონომიკის სამინისტრომ სოფელს პირუტყვისთვის განკუთვნილი საძოვარები გაუყიდა. მათივე განცხადებით, მოსახლეობას არ აქვთ შესაძლებლობა პირუტყვი მინდორში გაიყვანონ, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე კერძო ბიზნესმენებმა სხვადასხვა ობიექტები განათავსეს. მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. 

  როგორც სოფლის გამგებელი გელა კაპანაძე აცხადებს, ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს გაიყიდა, პრობლემის მოგვარება კი ადგილობრივ გამგეობას არ შეუძლია, რადგან ტერიტორია ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა.