Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



სამცვერას განვითარების გეგმა

date 30 ივლისი 2018
article473.jpg

    ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის ინიციატივით, რომელიც ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მდინარე ძუსას ხეობაში იმყოფებოდა, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების გეგმა განიხილეს.

  „ჩვენი სურვილია, სამომავლოდ, სამცვერას ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩავრთოთ. გაკეთდეს მდინარის სანაპიროდან ჩასასვლელი კიბე, განათება, მოეწყოს პარკირების ადგილი და სავალ ნაწილზე ბეტონის საფარი დაიგოს. ზაფხულის პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანი მოდის აქ და ეს ყველაფერი ტერიტორიის ტურისტული პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს, რაც თავისთავად, ადგილობრივ მოსახლეობას დამატებით შემოსავალს გაუჩენს“, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ.
  აღსანიშნავია, რომ სამცვერას ჩანჩქერი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის აღმოსავლეთით და სოფელ ქვედა საზანოს სამხრეთ–დასავლეთით მდებარეობს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, აღნიშნული ტერიტორია როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის საინტერესო და პერსპექტიული ადგილია.

  „ჩანჩქერი მდინარე ძუსას ხეობაში, ზღვის დონიდან 170 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და მის შემოგარენს ზაფხულობით უამრავი ადამიანი სტუმრობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.