Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



საახალწლო განწყობის შესაქმნელად 7700 ლარი გამოიყო

date 28 ნოემბერი 2017
article411.jpg

  ზესტაფონის ქუჩებში საახალწლო განწყობის შესაქმნელად 7 ათას 700 ლარი გამოიყო.  უნდა შეიძინონ მრავალჯერადი გარე გამოყენების LED განათების ფარდები - ზომები: სიგრძე 9 მეტრი, სიგანე 1 მეტრი, ფერი: ცივი თეთრი ნათებით, შუაში ფიგურის მისაერთებლით და მრავალჯერადი გარე გამოყენების განათებები, ე.წ. "ჯონჯოლი"-, ზომები: 10X0.5 მეტრზე,მოციმციმე სხვადასხვა რეჟიმით, ფერი:ცივი თეთრი.

  მიმწოდებელი ვალდებულია საქონლის ადგილზე მოწოდება საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს. მიწოდებული საქონელი უნდა იყოს ახალი(არ უნდა იყოს ექსპლოატაციაში ნამყოფი), ქარხნული წარმოების,( დადასტურებული სერტიფიკატით ე.წ საქონლის პასპორტი), უდეფექტო, მოსაწოდებელი საქონლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, გარე განათებისათვის შესაბამისი ხარისხით და გამძლეობით.

  თუ გამოვლენილი იქნა წუნი, დეფექტი , მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით წუნის გამოვლენიდან 2 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს აღნიშნული წუნის აღმოფხვრა ან დეფექტური საქონლის ახლით შეცვლა (გარდა არასწორი ექსპლოატაციით გამოწვეული დაზიანებისა).

  სატენდერო წინადადებების მიღება 4 დეკემბერს იწყება და 6 დეკემბერს მთავრდება.