Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



განკარგულება ქარის ელექტოსადგურთან დაკავშირებით

date 18 ოქტომბერი 2017
article394.jpg

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2079

2017 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და შპს „ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს „ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმი.

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა.

პრემიერ-მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი