Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ჰაერის ინდიკატორული გაზომვები

date 2 აგვისტო 2018
article475.jpg

  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის ივნისის თვეში საქართველოს რამოდენიმე ქალაქში, მათ შორის ზესტაფონში, ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მეთორმეტე ეტაპი დაასრულა.

  ინდიკატორული გაზომვები მოიცავს აზოტისა და გოგირდის დიოქსიდების, ოზონისა და ბენზოლის კონცენტრაციების დადგენას. მილაკები ორი კვირის განმავლობაში იყო განთავსებული სხვადასხვა ლოკაციებზე და შემდეგ კვლევისათვის დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. შედეგების შეფასება ევროკავშირის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ინდექსებთან ჰარმონიზებული სისტემის შესაბამისად განხორციელდა.

     ზესტაფონში დაფიქსირდა აზოტის დიოქსიდის როგორც დაბალი ინდექსი, ასევე ზოგიერთ წერტილში ნორმაზე გადაჭარბების შემთხვევებიც. 

საქართველოს მასშტაბით ინდიკატორული გაზომვები გაგრძელდება. შემდეგი ეტაპი სექტემბრისთვეში განხორციელდება