Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



დასასვენებელი ადგილების განახლება

date 13 სექტემბერი 2017
article315.jpg

  რამდენიმე დღეში ქალაქ ზესტაფონის ტერიტორიაზე არსებულ დასვენების ადგილებში - ,,ირინეს პარკსა“ და ცენტრალურ სკვერებში ე.წ პარკის სკამების განახლების პროცესი დაიწყება. რეკრეაციული ზონების მოწესრიგების სამუშაოებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის-ცენტრი უზრუნველყოფს, რომელმაც ტენდერის საფუძველზე შერჩეული მომწოდებლისაგან 19 300 ლარამდე ღირებულების 55 ერთეული ,,პარკის სკამის“ ჩაბარების პროცედურები უკვე განახორციელა. თუჯის ფრაგმენტებისა და მესაკუთრე ქალაქის აღმნიშვნელი წარწერის მქონე ახალი სკამების დასვენების ადგილებში შეტანას ააიპ ,,დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის-ცენტრი“ 1კვირის ვადაში დაასრულებს.

წყარო: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი