Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა

date 2 ივლისი 2018
article461.jpg

  ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა, სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარების სახით 2018 წლის პროგრამულ ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა.

   მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულთა დახმარება 103 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც მთლიანად ოჯახის ან ოჯახის წევრის ერთჯერად დახმარებას გულისხმობს 100–დან არაუმეტეს 500 ლარისა. ბიუჯეტში ცვლილება მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის ინიციატივით შევიდა, რომლის მიხედვითაც ბენეფიციართა მომართვის შემდგომ, მათზე მოკვლევას ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლი აწარმოებს და დასკვნას მუნიციპალიტეტს წარუდგენს.
„ეს შეიძლება იყოს, როგორც სოციალურად დაუცველთა სიაში მყოფი ბენეფიციარი, ასევე პირი ან ოჯახი, რომელიც არ სარგებლობს შემწეობით, მაგრამ თავისი სოციალური ან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებს დახმარებას. ამ შემთხვევაში, მოკვლევის საფუძველზე, მუნიციპალიტეტი ერთჯერადად გასცემს ამ თანხას“, – განაცხადა მერის მოადგილემ, ბესიკ ლეონიძემ. 
  მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის თქმით, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, ვინც სოციალურ შემწერობას მუდმივად არ იღებს.
„პროგრამულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა, ვფიქრობთ, განსაკუთრებით იმ შეჭირვებული ადამიანებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, ვინც მუდმივად არ იღებს სოციალურ შემწეობას და ერთჯერადი დახმარება ხშირად უკიდურეს საჭიროებას წარმოადგენს. სოციალურ სამსახურთან ერთად ვიმუშავეთ მისი გაცემის წესის დახვეწაზე და იმედი მაქვს, ეს დახმარება ზუსტად ამ ადამიანებამდე მივა,“– განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ. 
ზესტაფონის მუნიციციპალიტეტის 2018 წლის სოციალური პროგრამების ბიუჯეტი 1 491 305 ლარს შეადგენს.