ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ

date 9 ოქტომბერი 2014
article229.jpg


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. დადგენილება ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შესახებ“ ადგენს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს;
 
2. მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა:
 
ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;
 
ბ)უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მუდმივი კავშირი თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან.
 
გ) საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები თვითმმართველი ერთეულის ორგანოებს და თანამდებობის პირებს თვითმმართველ ერთეულში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ,
 
დ) ხელი შეუწყოს საზოგადოების მაქიმალურ ჩართულობას თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, მათი ინტერესების გასათვალისწინებლად.
 
3. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ოფიციალური მისამართია WWW.ZESTAPHONI.COM
 
მუხლი 2. ვებგვერდის ადმინისტრირება.
 
1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
 
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
 
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას.
 
ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას.
 
გ) ინფორმაციის განთავსებას.
 
დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებისა და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსისათვის.
 
ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.
 
3. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვებგვერდზე განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული დაწესებულებებისათვის.  
 
მუხლი 3. ინფორმაციის წყაროები,კატეგორიები და სტატუსი.
 
1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა.
 
2.ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას აქვს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.
 
3.ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
 
4. ვებგვერდის შევსების წყაროებია:
 
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
 
ბ) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
 
გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
 
დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტრესურსები;
 
ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;
 
5.ვებგვერდის ინფორმაცია  მუდმივად განახლებადია;
 
მუხლი 4. ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება.
 
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები ადმინისტრაციულ სამსახურს აწვდიან ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით ამ დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით.
 
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში  (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე  ადმინისტრაციული სამსახური.
 
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება ,,მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებისა და ვებ–გვერდით სარგებლობის წესის’’ მიხედვით, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების შესაბამისად.
 
მუხლი 5. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა
 
1. ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია:
 
ა) მთავარი;
 
ბ) მუნიციპალიტეტი;
 
გ) სიახლეები;
 
დ) კანონმდებლობა;
 
ე) სასარგებლო ბმულები;
 
ვ) კონტაქტი.
 
მუხლი 6. ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა
 
1. თვითმმართველობის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებად:
 
ა) მუნიციპალიტეტის გამგეობა;
 
ა.ა) გამგებელი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონის ნომერი, სამსახურის მისამართი);
 
ა.ბ) მოადგილეები (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონის ნომერი, სამსახურის მისამართი);
 
ა.გ) სამსახურები (ხელმძღვანელი, უფლებამოსილება, სამსახურის პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით);
 
ა.დ)ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები (ადმინისტრაციული ერთეულის უფლებამოსილების ფარგლები, გამგებლის წარმომადგენელი, მისი მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი);
 
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულო;
 
ბ.ა) თავმჯდომარე (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი);
 
ბ.ბ) მოადგილე (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი);
 
ბ.გ) საკრებულოს წევრები (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი, საკრებულოს კომისიის (კომისიების) და ფრაქციის წევრობა);
 
ბ.დ) საკრებულოს ფრაქციები;
 
ბ.ე) საკრებულოს კომისიები (უფლებამოსილება, კომისიის შემადგენლობა);
 
ვ.ვ) აპარატი (აპარატის დებულება, აპარატის უფროსი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი, მისამართი), აპარატის პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით);
 
გ) თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები(დებულება, პერსონალური შემადგენლობა თანამდებობისა და სამსახურებრივი ტელეფონის ნომერი, მისამართი, სიახლეების სახით იურიდიული პირის სამსახურებრივი აქტივობა);
 
დ) მაჟორიტარი დეპუტატი(მოკლე ბიოგრაფია);
 
ე) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი;
 
ვ) რელიგია;
 
ზ)  თეატრი;
 
თ)  კულტურა;
 
ი)  სპორტი.
 
2. სამართლებრივი აქტების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
 
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი ბაზა (კანონები, პრეზიდენტის ბრძანებულებები, მთავრობის დადგენილებები და სხვა ნორმატიული აქტები);
 
ბ) საკრებულოს სამართლებრივი აქტები.
 
გ) საკრებულოს დადგენილებათა პროექტები.
 
3. ახალი ამბების განყოფილებაში თავსდება ინფორმაცია თვითმმართველ ერთეულში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებზე.

 


??????? ????