Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



დადგენილება №4 2018 წლის 31 იანვარი

date 8 თებერვალი 2018
article426.jpg

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ვ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 125-ე მუხლის მეორე პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1 დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დანართი №1-ის მიხედვით. მუხლი 2 ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ მუშაკთა ნუსხა დამტკიცდეს №2 დანართის შესაბამისად. მუხლი 3 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის №15 დადგენილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“. მუხლი 4 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე

გადმოწერა