Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა

date 4 ივლისი 2018
article463.jpg

დღეს, 4 ივლისს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კლდეეთში  სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით მავნებლის პირველი თაობის ნიმფების (მავნებელი დაფრთიანებამდე) საწინააღმდეგო ღონისძიება მიმდინარეობს.

მცენარეთა დაცვის სპეციალისტების რეკომენდაციით, ბრძოლის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა, სახელმწიფოსთან ერთად მოსახლეობის ჩართულობა - საკარმიდამო ნაკვეთების და ნარგავების დამუშავება კონტაქტური ინსექტიციდებით.

როგორ ვებრძოლოთ მავნებელს და რომელი პრეპარატებია რეკომენდებული, იხილეთ ბმულზე: http://nfa.gov.ge/uploads/ other/7/7221.pdf

ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 270 ათას ჰექტრამდე ფართობი, ხოლო ცივი შესხურების აგრეგატით - 12 ათას ჰექტრამდე.

ამასთან, მიმდინარეობს სიმინიდის საყანე ფართობების პერიმეტრების დამუშავება. სატრაქტორე აგრეგატებით უკვე შეიწამლა 10 ათას ჰექტრამდე ფართობი. ივლისის შუა რიცხვებიდან დაგეგმილია შეწამვლითი ღონისძიებები საყანე ფართობებშიც.

ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე: 15 01.