აღმაშენებლის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



აღმაშენებლის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

date 18 დეკემბერი 2018
article542.jpg

  ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე, 17-20 დეკემბერს ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება.

  “შპს “ჯორჯიან მანგანეზი“ 2018 წლის 17 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ღამის 00:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 195-ე კმ-ზე, ქალაქ ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე, კერძოდ საქარხნოს ქუჩაზე არსებული სარკინიგზო გადასასვლელების მოწესრიგებას და ავტოტრანსპორტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით ლიანდაგის რელსებს შორის მანძილის გაწმენდის და შემდგომ მათი ასფალტით ამოვსების სამუშაოთა წარმოებას გეგმავს, რისთვისაც საჭიროა სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა არსებული ადგილობრივი საავტომობილო ქსელის (დ. აღმაშენებლის ქუჩა) გამოყენებით.

  საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე გამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი შპს “ჯორჯიან მანგანეზი-ს” შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.