ზესტაფონქალაქობა 2022 — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონქალაქობა 2022

date 11 ოქტომბერი 2022
article756.jpg


"ზესტაფონქალაქობის" 150 წლისთავი სახალხო , კულტურული და მუსიკალური ღონისძიებებით აღინიშნება!

23 ოქტომბერს მუნიციპალიტეტი ზესტაფონქალქობას და ტრადიციულ ღვინის ფესტივალს აღნიშნავს.

საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილია:
11 : 00 სთ - ოფიციალური მიღება მუნიციპალიტეტის მერიაში დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან (პოლონეთი, ისრაელი, ლიეტუვა);
14 : 00 სთ - კულტურული სივრცეების გამოფენა (აღმაშენებლის ქუჩა)
რეწვის ოსტატების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრების გამოფენა;
ნახატების გამოფენა;
საბავშვო სივრცე;
იმერული სამზარეულო საგანგებოდ მოწყობილ ფაცხებში;
სამეწარმეო მარკეტი;

14 – 17 სთ - ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების საკონცერტო პროგრამა; ( აღმაშენებლის ქუჩა)
14 – 17 სთ ღვინის ფესტივალი; ფესტივალში გამარჯვებული საოჯახო წარმოების ღვინოების დაჯილდოება ( აღმაშენებლის ქუჩა)
„ზესტაფონის საპატიო მოქალაქეების“ დაჯილდოება;
18 : 00 სთ საზეიმო კონცერტი ;
20 : 00 სთ - საზეიმო ფოიერვერკი.