ზესტაფონობა 2019 — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონობა 2019

date 26 ოქტომბერი 2019
article633.jpg

  ზესტაფონობის ერთ - ერთი მთავარი ატრიბუტი გიგანტური ზომის ხაჭაპური გახლდათ, რომელიც საგანგებოდ, ამ დღისთვის გამოაცხვეს. ხაჭაპურის დაჭრაში, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე და რწმუნებულის მოადგილე, იოსებ ხახალეიშვილიც ჩაერთვნენ, რომლებიც ზესტაფონში გამართულ ღონისძიებებს დილიდან ესწრებიან.

„ზესტაფონობა 2019“ - ის ფარგლებში გაიხსნა საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა - ძიუდოში. ასევე მიმდინარეობს ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა - გაყიდვა, ღვინის ფესტივალი და იმერული სამზარეულოს პრეზენტაცია.

ღონისძიებების მიმდინარეობისას დაგეგმილია „ზესტაფონის საპატიო მოქალაქეების“ წარდგენა დაჯილდოვება. სახალხო ზეიმი გალა კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლი „ფორტე“ და ქართული ესტრადის მომღერლები მიიღებენ. ზესტაფონში გამართულ სახალხო დღესასწაულებს, ზესტაფონის დამეგობრებული ქალაქების - ტაურაგეს, ტჩევის და კირიათ ბიალიკის პირველი პირები ესწრებიან.





??????? ????