მახსოვს პატარა ვიყავი როდესაც ზესტაფონის მოცეკვავეების ჯგუფი ლიეტუვას ქალაქ ტაურაგეს ესტუმრა და აქედან დაიწყო ამ ორი ქალაქის მეგობრობა.მოცეკვავეების ჯგუფში იყო ჩემი ძმა და ტყუპი ძმები გოჩა და ზაზა შალამბერიძეები.ამ საინტერესო ამბის გაგრძელება ის არის რომ წლების მერე ეს ურთიართობა გაქრა...ანუ კომუნისტური რეჟიმი რომ დაიშალა ეს კულტურული გაცვლითი პროგრამები გაწყდა.
უკვე ინტერნეტის შემოსვლის შემდეგ ტაურაგელმა მეგობრებმა ნახეს რა ზესტაფონის ინტერნეტ გვერდი (რომელსაც მე ვმართავი) მომწერეს. იქვე დავუკავშირდი ძმებს გოჩა და ზაზა შალამბერიძეებს, მათი მეშვეობით ეს ურთიერთობა აღდგა.
განახლდა მეგობრობა და გაცვლითი კონცერტები.ზაზა შალამბერიძის ინიციატივით შედგა ამ ორი ქალაქის მეგობრობის მემორანდუმი და ხელი მოეწერა ოფიციალურ დოკუმენტებს. ივნისის დასაწყისი ქალაქ ტაურაგეს დღეებია და ჩვენმა მეგობრებმა ჩვენს საპატივცემულოდ გამოფინეს ზესტაფონის გერბი. ასევე გაიხსენეს ზესტაფონის საიტი და დიდი მადლობა მათ ამისათვის.

ზესტაფონელი მეგობრები გილოცავთ ტაურაგეს დღეებს დიდი სიყვარულით.
შოთა ფ.