Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონი 140 წლისაა

date 6 ოქტომბერი 2014
article220.jpg

 

მუნიციპალიტეტი მასობრივი კულტურული ღონისძიებების სამზადისშია. საიუბილეო დღეთა ქრონიკა ათვლას 6 ოქტომბრიდან დაიწყებს და 13 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. საიუბილეო პროგრამა მხატვრული, მუსიკალური, და სპორტული შინაარსის ღონისძიებებით იქნება დატვირთული. მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. ქალაქი ოთხი ქვეყნის, ისრაელის, ლიტვის, რუსეთის და პოლონეთის დელეგაციებს უმასპინძლებს. საზეიმო ღონისძიებათა პროგრამების მიმდინარეობა ასეთია:


6 ოქტომბერი 10 საათი დასუფთავების აქცია „მოძრავი ყვავილები" 17.00 საათი საზეიმო შეხვედრა მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ ადამიანებთან.( კულტურისა და შემოქმედების ცენტრში.
7 ოქტომბერი 18:00 საათი უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში შექსპირის ,,ქარიშხალი,,.
8 ოქტომბერი 17. 00 საათი ქალაქის ღირსეულ პიროვნებათა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში.
9 ოქტომბერი 13. 00 საათი ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა სამხატვრო სკოლაში.
15.00 საათიკლასიკური მუსიკის კონცერტი რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში.
10 ოქტომბერი 16. 00 საათი ჩვენი თანამემამულის , ბატონ რევაზ ჯანიაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
17.00 საათი ბერძნულ –რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, მიხეილ სალაძის ვარსკვლავის გახსნა. (მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ ცენტრში)
11 ოქტომბერი 9.00 საათი წირვა – ლოცვის აღვლენა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. (ლოცვას აღავლენს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე დიმიტრი)
10.00 საათი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, სიმონ საყვარელიძის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური ტურნირი ფარიკაობაში. (მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ ცენტრში)
14.00 საათი ტრადიციული სახალხო ფესტივალი „სულიკო –2014" ცხრაწყაროს თეატრონზე.
12 ოქტომბერი 9.00 სასტენდო სროლა (პირველი სვირის ტერიტორიაზე, ხოხოულა) 12:00 ღვინის ფესტივალი.
10.00 საათი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, სიმონ საყვარელიძის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური ტურნირი ფარიკაობაში (მე – 2 დღე )
14.00 საათი სამონადირეო და დეკორატიული ძაღლების დათვალიერება (კულტურისა და დასვენების პარკში)
14.00 საათი სახალხო დღესასწაული ზესტაფონლობა. (დავით აღმაშენებლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე)

16.00 საათი გამოფენა „ყვავილები ქვაზე" (მხარეთმცოდნეობის მუზეუმი)
17.00 საათი კონცერტი დედაქალაქიდან მოწვეული ესტრადის მომღერლების მონაწილეობით.
13 ოქტომბერი 18.00 საათი უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის, შოთა წვენიაშვილის საიუბილეო საღამო. (კულტურისა და შემოქმდების ცენტრში)