პირველი ადგილი საერთაშორისო კონკურსში — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



პირველი ადგილი საერთაშორისო კონკურსში

date 22 აგვისტო 2019
article611.jpg

   ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მეცხრე კლასის მოსწავლემ რევაზ ფერაძემ (ვოკალი) იტალიის ქალაქ პეზაროს სიმღერის აკადემიაში – Renata Tebaldi, Mario Del Monaco-ში გამართულ მე-10 საერთაშორისო კონკურსში - FUTURE STARS 2019 მეორე ასაკობრივ კატეგორიაში პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა.

რევაზ ფერაძე რ. ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის აღსაზრდელია. 

კომპეტენტური საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით, რევაზ ფერაძე კონკურსის ლაურეატი გახდა და მიწვეულია იტალიაში, ქალაქ პეზაროს საოპერო აკადემიაში, უფასო მასტერკლასების მისაღებად.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: როსინის ფესტივალის და სიმფონიური ორკესტრის უცვლელი აკომპანიატორი, პიანისტი პაოლა მარიოტტი, ტიტულოვანი მუსიკოსი, როსინის ორკესტრის დირიჟორი, მაესტრო ორლანდო პულინი, ცნობილი ინსტრუმენტალისტი და მწერალი, როსინის ბიოგრაფიის მკვლევარი, ჰობოისტი რაფაელო დე ფეო, კონსერვატორიის პროფესორი, პიანისტი, დამსახურებული არტისტი ნინო ქათამაძე, კონსერვატორიის პროფესორი, ფლეიტის ფესტივალის დამფუძნებელი მერი ჟვანია, პეზაროს აკადემიის სამხატვრო ხ-ლი, სოპრანო ნინო ლეჟავა და საქ. ხელოვანთა კავშირის თ-რე, მუსიკოსი, „მომავლის ვარსკვლავების“ დამფუძნებელი ნინო კუპატაძე.

სკოლა „ანაბასისი“ რევაზ ფერაძეს და მის პედაგოგს თეა მიქაბერიძეს და ზესტაფონის ლაღიძის სამუსიკო სკოლას წარმატებას ულოცავს.

„ვულოცავთ „ანაბასისის“ მეცხრე კლასის მოსწავლე რევაზ ფერაძეს, მის პედაგოგ თეა მიქაბერიძეს და ზესტაფონის ლაღიძის სამუსიკო სკოლას ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ ულევ წარმატებას. მრავალი გამარჯვება გვეზეიმოს მომავალში კვლავ ერთად!“,- ნათქვამია სკოლის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ მისალოც წერილში.


??????? ????