Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



უშანგი ჩხეიძის სახლ - მუზეუმს რეაბილიტაცია უტარდება

date 5 ოქტომბერი 2018
article516.jpg

უშანგი ჩხეიძის სახლ - მუზეუმს რეაბილიტაცია უტარდება. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მუზეუმის კეთილმოწყობაზე 46 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში შენობის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. შეიცვლება დაზიანებული სახურავი, იატაკი. განახლდება შენობის კედლები, კიბის საფეხურები და მოაჯირები. მუზეუმის რეაბილიტაციაზე, მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, შპს „კოლხა 2014“ მუშაობს. რეაბილიტაციის პროცესი, ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. უშანგი ჩხეიძის სახლს, რომელიც ზესტაფონში ჩხეიძის ქუჩაზე მდებარეობს, სახლ - მუზეუმის სტატუსი 1985 წელს მიენიჭა. მუზეუმში უშანგი ჩხეიძის პირადი ნივთები, სასცენო კოსტიუმები, მის მიერ განსახიერებული როლების ფოტოკოლექცია, ასევ პირადი ბიბლიოთეკაა დაცული. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მუზეუმი დამთვალიერებლებს კომფორტულ გარემოში მოემსახურება.