Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



N 1 საჯარო სკოლას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

date 3 ივლისი 2018
article462.jpg

  ქ.ზესტაფონში მდებარე N 1 საჯარო სკოლას 2018 წლის 11 მაისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ზესტაფონის 1 საჯარო სკოლა განლაგებულია ზესტაფონის საცხოვრებელი განაშენიანების ერთადერთ კვარტალში, თბილისი-სენაკის ავტობანის შორი-ახლოს, აბესაძის და ლაღიძის ქუჩების გადაკვეთის კუთხეში. ფართო ნაკვეთზე განლაგებულია ორი შენობა (1 და 2), რომლებიც აშენებულია სხვადასხვა პერიოდში და გაერთიანებულია ერთმანეთთან გალრეია-გასასვლელით. კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სტატუსის მინიჭებისათვის რეკომენდირებულია მხოლოდ სკოლის ნაწილი - შენობა # 1, რომელიც აშენებულია სავარაუდოთ XIX ს. ბოლოს - XX ს. დასაწყისში. შენობა # 1 - ორსართულიანი, ნახევრადსარდაფიანი შენობა. საპარადო ფასადით გამოდის ლაღიძის ქუჩაზე. საპარადო ფასადი სიმეტრიულია, გაყოფილია სამ ნაწილად – ცენტრალური ნაწილი ოდნავ წინ გამოწეული რიზოლიტის სახით, საპარადო სადარბაზო-შესასვლელით ცენტრში და სამ-სამ ფანჯრიანი (ყველა სართულზე) გვერდითი ნაწილები. მარჯვენა ნაწილიდან მოწყობილია გადასასვლელი, მოგვიანებით აშენებულ კორპუსთან. Aამ ფასადის ცენტრალური ნაწილის ფანჯრები პირველ სართულზე ორმაგია, გაერთიანებული საერთო სეგმენტური ზღუდრით, ხოლო მეორე სართულის განიერი ფანჯრების ზღუდრები – ნახევრადწრიულია. გვერდითი ნაწილების ფანჯრებს პირველ და მეორე სართულზე, აქვს სეგმენტური ზღუდრები, ორივე სართულის ფანჯრები ვერტიკალურად გაერთიანებულია არქიტექტურული დეკორით. საპარადო ფასადს მთლიანად აგვირგვინებს მაღალი, საფეხურიანი ზოლური-კარნიზი, ხოლო ცენტრალური რიზოლიტის ნაწილის კარნიზი გამორჩეულია უფრო მდიდრულ დეკორით. მაღალი ცოკოლის და პირველი სართულის ნაწილის კედლები (ფანჯრების ფრამუგამდე) შესრულებულია ყვითელი ქვიშა-ქვისაგან, კედლების ზედა ნაწილი (მეორე სართულის ფანჯრების ზღუდრების ქუსლამდე) შესრულებულია სუფთა აგურის წყობით (ე.წ. „რუსული“ აგური), ხოლო კდლების ზედა ნაწილი (სახურავის ზოლური-კარნიზის დეკორი) შელესილია ცემენტის ხსნარით, „სტუკოს“ ტექნიკით. ასევე „სტუკოს“ ლესვითაა შესრულებული საპარადო ფასადის კედლების ვერტიკალური კუთხეები, ცოკოლის ზოლური-კარნიზები, ფანჯრების რაფები, ღიობების პროფილირებული ზღუდრები, მეორე სართულის ფანჯრების ქვედა პანელები და ცენტრალური შესასვლელი-კარის ბრტყელი პორტიკი კვარტლის შიდა განაშენიანების მხრიდან, შენობას აქვს სხვადასხვა ზომის ორი ფლიგელი, ხოლო შენობის შუა ნაწილი აქცენტირებულია წინ გამოწეული კიბის უჯრედის ხუთკუთხა მოცულობით. „უკანა“ და გვერდითი ფასადების კედლების ნაწილი შესრულებულია ყვითელი ქვიშა-ქვით, ნაწილი კი სუფთა აგურის წყობით (მათ შორის კარნიზები, ზღუდრები და სხვა დეკორატიული ელმნტები). თავდაპირველი კარ-ფანჯრის ღიობების შევსება იყო ხისა, მაგრამ სააღრიცხვო ბარათის შევსების დროს, თითქმის ყველა ხის კარ-ფანჯარა ამოღებული ან შეცვლილი იყო მეტალო-პლასტიკით. ინტერიერში თითქმის მთლიანად შენახულია თავდაპირველი სტრუქტურა, ნაწილობრივ შენახულია თავდაპირველი გათბობის სისტემის ელემენტები (მრგვალი თუჯის და ფაიფურის ღუმელები, საკვამურები), მოზაიკური კიბეები თავისი ლითონის მოაჯირებით. შუასართულის და სახურავის გადახურვის კონსტრუქციები ხისაა, ძირითადად თავდაპირველია. იატაკები ძირითადად ხისაა (ნაწილობრივ გვიანდელი პარკეტი). კედლების და ჭერის ლესვა ხის ბადეებზე (ე.წ. „დრანკაზე“), სააღრიცხვო ბარათის შევსების დროს, მთლიანად იყო მოხსნილი. საპარადო ფასადის მხრიდან, შენობის ცენტრალურ ნაწილში, მეორე სართულის ოთახებში, შემონახულია კედლების და ჭერის თავდაპირველი პროფილირებული ზოლური-კარნიზები