დღეს გვსურს რამდენიმე სიტყვით მოგითხროთ ჩვენი თანაქალაქელის ლუკა შერგელაშვილის შესახებ, რომელიც გამორჩეულად საინტერესო ადამიანია. 08.04.2023 წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა ლუკას მეორე წიგნის, სახელწოდებით „სიკვდილმისჯილის უკანასკნელი ღამე“ პრეზენტაცია, რომელიც გააშუქა არაერთმა ტელევიზიამ და გულით ვულოცავთ ავტორს. შეგნებულად არ გიყვებით ლუკას ბიოგრაფიის დეტალებს, რადგან ტექსტზე თანდართულია: თავად ლუკას და წიგნების: „სალვატორე და ძმანი მისნი“ და „სიკვდილმისჯილის უკანასკნელი ღამე“ ყდების ფოტოსურათები, სადაც მოთხრობილია ავტორის შესახებ. ამავე დროს გაცნობებთ, რომ წიგნების pdf ფაილების მოპოვება შესაძლებელია შემდეგნაირად, სოციალურ ქსელ Facebook-ში მონახეთ ჯგუფი სახელწოდებით „ლუკა შერგელაშვილის შემოქმედება“, გაგზავნეთ გაწევრიანების თხოვნა, დაეთანხმეთ ინგლისურ ენაზე ჩამოთვლილ სავალდებულო ქცევის წესებს და გექნებათ წვდომა pdf ფაილებზე, ინტერვიუებზე, ციტატებზე და ა.შ.

__ სოციალურ ქსელ Facebook-ში ლუკა შერგელაშვილის პროფილის ლინქი https://www.facebook.com/profile.php?id=100082060543876;
__ სოციალურ ქსელ Facebook-ში ჯგუფის, სახელწოდებით „ლუკა შერგელაშვილის შემოქმედება“ ლინქი https://www.facebook.com/groups/493869059625555.
