Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზესტაფონში, ჯგუფ „სტიქიას“ კონცერტი გაიმართა

date 31 ივლისი 2018
article474.jpg

  ზესტაფონის 9 აპრილის სახელობის სკვერში მუნიციპალიტეტის მერის მხარდაჭერით ჯგუფ „სტიქიას“ კონცერტი გაიმართა. სულ ცოტა ხნის წინ სკვერში შადრევანიც განახლდა. კონცერტი ქალაქში დარჩენილ ადამიანებს და განსაკუთრებით ბავშვებს მიეძღვნა. ჯგუფი მსმენელის წინაშე ახალი პროგრამით წარსდგა და განახლებული რეპერტუარიდან ორი საათის განმავლობაში ქართული და უცხოური ჰიტები ცოცხლად შეასრულა. კონცერტის დასასრულს მუნიციპალიტეტის მერმა პატარა თანამოქალაქეები ნაყინზე დაპატიჟა.
 „ძალიან მოგვწონს განახლებული შადრევანი. გვიხარია, რომ ზაფხულში, ქალაქში დარჩენილ ადამიანებს, საღამო გაგვილამაზეს კონცერტის ორგანიზატორებმა, ჩვენი პატარები კი სიურპრიზით გაახარა ქალაქის მერმა“, – აღნიშნეს ზესტაფონის მაცხოვრებლებმა.
  კონცერტს მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
  „გვნდოდა ზაფხულის ცხელი საღამო გაგველამაზებინა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის. მადლობა ჯგუფს, რომ ცოცხალი მუსიკით და შესანიშნავი შესრულებით შეძლო ეს ყოველივე. სურვილი გვაქვს ასეთი საღამოები ტრადიციად ვაქციოთ და იმედია გამოგვივა“,- განაცხადა კახაბერ მახათაძემ