ჩემი პირველი ნაბიჯები მუზეუმთან ერთად — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ჩემი პირველი ნაბიჯები მუზეუმთან ერთად

date 8 ნოემბერი 2018
article527.jpg

  „ჩემი პირველი ნაბიჯები მუზეუმთან ერთად“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც უკვე მეორე წელია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანების ინიციატივით იმართება. ზესტაფონის მერიის ინფორმაციით, მასში ძირითადად საჯარო სკოლების პირველკლასელები მონაწილეობენ და სახალისო თამაშების დახმარებით ეცნობიან ქალაქის ისტორიას, ტრადიციებს და ყველაფერს, რაც სიძველეების აღმოჩენასა და მუზეუმთან არის დაკავშირებული. პროექტი წელს უკვე ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს და მასში ქალაქის საჯარო სკოლებთან ერთად, სოფლის სკოლებიც მონაწილეობენ.

  „ეს პროექტი პირველად გასულ წელს განვახორციელეთ და იმდენად პოპულარული გახდა, რომ გადავწყვიტეთ ტრადიციად დავამკვიდროთ. ბავშვები სიხარულით მოდიან მუზეუმში და თამაშ-თამაშით ეცნობიან ქალაქის ისტორიას, ჩვენს წარსულს, ზოგადად მუზეუმის დანიშნულებას. ვფიქრობ ეს საუკეთესო საშუალებაა მათში ინტერესისა და შემეცნების გასაღვივებლად“, - აღნიშნა ზესტაფონის მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არაბიძემ.

  მუზეუმს და კონკრეტულად ამ პროექტის განხორციელებას აქტიურად უჭერს მხარს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია.