Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



უფასო სამედიცინო მომსახურება

date 7 ნოემბერი 2018
article526.jpg

ზესტაფონში უფასო კარდიოლოგიური კვლევები ჩატარდება

  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, მათი ოჯახის წევრებს, კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებსა და სოციალურად დაუცველ პირებს, უფასო სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ჩატარდება ექიმი-სპეციალისტების კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრაფიული, გულის ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევები (სისხლში შაქრის, ქოლესტერინისა და ჰემოგლობინის დონის განსაზღვრა)

ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან, კლინიკაში ‘’ფერომედი’’

მისამართი: ზესტაფონი, კვალითის დასახლება, მაღლაკელიძის 4.

შეგახსენებთ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.

სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური