ირაო — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ახალი სამედიცინო ცენტრი

date 11 დეკემბერი 2011
article242.jpg

  საქართველოს პრეზიდენტმა, ზესტაფონში, ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია "ირაოს" მიერ აშენებული ახალ სამედიცინო ცენტრი გახსნა.


35-საწოლიანი ახალი სამკურნალო დაწესებულება უახლესი ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და მასში ჰოსპიტალური და ამბულატორიული პროცედურების გავლა ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი.

ჰოსპიტალის გახსნამდე კი, მიხეილ სააკაშვილი ახალ სამკურნალო დაწესებულებასთან შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა.

პრეზიდენტი დღეს ზესტაფონის რაიონის სოფელ დილიკაურში რევაზ სუქნიძის ოჯახსაც ესტუმრა. მან ოჯახის წევრებს ხვნა-თესვის ვაუჩერი გადასცა.