წითელას აცრები — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



წითელას აცრების მასობრივი კამპანია

date 13 მარტი 2019
article566.jpg

 

   საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზესტაფონის მუნიციპალურ ცენტრი, წითელას მასიური გავრცელების წინააღმდეგ, პრევენციის მიზნით, კამპანიას აგრძელებს. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჯანდაცვის ცენტრში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრის ფორმატით, მუნიციპალიტეტში დღეს არსებული ვითარება შეაფასეს და ვაქცინაციის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
    მუნიციპალურ დონეზე, წითელას ეპიდაფეთქეფის სამართავად, არსებობს საკორდინაციო ჯგუფი. მის შემადგენლობაში სამკურნალო პროფილაქტიკური დაწესებულებების მენეჯერები, პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტები / ოჯახის ექიმი ფიზიკური პირები, მუნიციპალიტეტის განათლების რესურს ცენტრის ხელმძღვანელი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელი პირი და მუნიციპალური მართვის სამსახურის წარმომადგენლები შედიან.

   ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია


??????? ????