28 იანვარს, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეეზღუდებათ სოფლებს... — ZESTAFONI.GE
-->
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



28 იანვარს გაზის მიწოდების შეზუღდვა

date 26 იანვარი 2021
article704.jpg

  შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ზესტაფონის განშტოებაზე DN-200მმ-იან ონკანის შეცვლასთან დაკავშირებით სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების“ კომპანია ავრცელებს.

  მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 28 იანვარს, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, ქალაქ ზესტაფონს და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ზედა საქარა, ცხრაწყარო ძლოურდანეთი, ქვედა საქარა, კვალითი, დილიკაური, ბოსლევი, შოროპანი, ფუთი, ტაბაკინი, თვრინი, ალავერდი, კლდეეთი.

„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.


??????? ????