ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვა — ZESTAFONI.GE
-->
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვა

date 19 მაისი 2021
article714.jpg

  21 მაისს, 06:00 საათიდან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქალაქ ზესტაფონსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელს. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ცნობით, მიზეზი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

  „გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 21 მაისს, საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის ზესტაფონის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 21 მაისს, 06:00 საათიდან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქალაქ ზესტაფონსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ზედა საქარა, ცხრაწყარო, ძლოურდანეთი, ქვედა საქარას ნაწილი, კვალითი, დილიკაური, ბოსლევის ნაწილი, შორაპანი, ფუთი, ტაბაკინი, თვრინი, ალავერდი, კლდეეთი.

  შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.