Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზოვრეთის განახლებული ბაღი

date 31 ოქტომბერი 2018
article525.jpg

  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ საბავშვო ბაღი მოინახულა და საზეიმოდ გახსნა; მასთან ერთად იმყოფებოდნენ სოფლის დეპუტატი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების წარმომადგენლები.

  აღსანიშნავია, რომ ზოვრეთის ბაღის სააღმზრდელო პროცესში რვა ადამიანია ჩართული და მას შორენა მალაღურაძე უხელმძღვანელებს.

  “საბავშვო ბაღში ამჯერად 26 აღსაზრდელია და მხოლოდ ერთი ჯგუფი ფუნქციონირებს, თუმცა იმედი გვაქვს ბავშვები კიდევ შემოგვემატებიან. თავადაც ხედავთ, საოცარი გარემოა შექმნილი და პატარებისა და მათი მშობლების სახელით მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამაზე იზრუნა“, - აღნიშნა შორენა მალაღურაძემ.

  სოფელ ზოვრეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 2017 წელს დაიწყო და მის დასრულებას სოფლის მოსახლეობა დიდი ინტერესით ელოდა.

„ბავშვებთან და მათ მშობლებთან ერთად გავიზიარეთ ეს დიდი სიხარული. საბავშვო ბაღი ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, აქვს საუკეთესო ინფრასტრუქტურა და ინვენტარი. ვიმედოვნებ, პედაგოგები და აღმზრდელები მშვიდ და საიმედო გარემოს შეუქმნიან ჩვენს პატარებს“, - განაცხადა კახაბერ მახათაძემ.