ზესტაფონში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



ზედა საქარაში საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

date 21 სექტემბერი 2020
article688.jpg

ზესტაფონში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ზედა საქარაში ახალი საჯარო სკოლა აშენდა.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკოლის კორპუსი სამსართულიანია და 300 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლას აქვს კომბინირებული სპორტული დარბაზი და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. შენობაში დამონტაჟებულია ლიფტი და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. სკოლის ეზოში მოეწყო სპორტული მოედანიც.

 ზედა საქარის სკოლის ახალი კორპუსი, ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ენძელა მაჭავარიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია.


??????? ????