ირინა ტაბაღუა — ZESTAFONI.GE
-->
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



2021 წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - "ტელეფას ცხვარი"

date 29 ივნისი 2021
article718.jpg

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2021 წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი ირინა ტაბაღუას „ტელეფას ცხვარი“ გახდა.

  ირინა1984 წლის 1 ნოემბერს დაიბადა ქ.ზესტაფონში. ლექსებს როგორც თავად აღნიშნავს სულ რაღაც ორიოდე წელია წერს, რაც საკუთარი თავის ძიებად მიაჩნია, რომელიც კარგად აისახა მის ცხელ სამყაროში. ირინა ორი შვილის დედაა და მის წარმატებას ასე აფასებენ:

  ლია სტურუა: „ადამიანი ან არის პოეტი, ან არა. ირინა ტაბაღუა პოეტია, თანამედროვე, საინტერესო პოეტი საკუთარი სამყაროთი და არ ჰგავს არავის საკუთარი თავის გარდა“.

  გიორგი ლობჟანიძე: „...ალბათ სწორედ ეს არის ნიჭი და ოსტატობა: ისე მოჰყვე შენი ყველაზე ინტიმური განცდების შესახებ, რომ უხერხულობის განცდა არავის დაუტოვო, ყველაზე წინააღმდეგობრივად განწყობილი ადამიანიც კი თანამგრძნობელად და თანამოაზრედ მოაქციო, პოეზიის დიდებულებასა და უალტერნატივობაში დაარწმუნო. მიხარია, რომ ასეთი ღრმა, საინტერესო პოეტი მოვიდა ქართულ ლიტერატურაში“.

  ირინა ტაბაღუას სადებიუტო კრებულის წარდგენა 27 მაისს, მწერალთა სახლში გაიმართა.

წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბმულზე: https://booksale.ge/book/telefas-cxvari?fbclid=IwAR147h5LKqCZpgjBBYXY72qtRJ34iiUY8Py0DrZwYCtVOH_Qt5M4OBn5QJM