კომაროვის მათემატიკის მესამე ფესტივალი — ZESTAFONI.GE
Close [X]
Facebook:
ZESTAFONI.GE

ZESTAFONI.GE



კომაროვის მათემატიკის მესამე ფესტივალი

date 7 დეკემბერი 2019
article644.jpg

6-7 დეკემბერს ექსპოჯორჯიას საგამოფენო ცენტრში კომაროვის სკოლისა და ექსპოჯორჯიას ერთობლივი პროექტი - კომაროვის მათემატიკის მესამე ფესტივალი გაიმართა

საქართველოში ბევრი მოსწავლე დაინტერესებულია მათემატიკით. ამ ფესტივალის ფარგლებში მათემატიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს არასპეციალიზირებული სკოლებიდან მიეცათ შესაძლებლობა, გამოევლინათ თავიანთი ცოდნა, დაეხვეწათ გუნდური მუშაობის და ლოგიკური აზროვნების უნარები.

 

ფესტივალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 100-მდე სკოლის გუნდმა ორ კატეგორიაში; I კატეგორიაში მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა, II კატეგორიაში მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა (გარდა კომაროვის, ვეკუას, ქუთაისის, ბათუმისა  და რუსთავის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის გუნდებისა). ნახევარფინალის შემდეგ ორივე კატეგორიაში გამოვლინდნენ ფინალისტები.

I  ასაკობრივ კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა ზესტაფონის  ანაბასისის სკოლის გუნდმა. გუნდის წევრები:  ცოტნე ბუბულაშვილი, ცოტნე ნებიერიძე, დავით აბესაძე და თამარ კაპანაძე. (სწორი პასუხების რაოდენობა 6/12, ჯამური ქულა: 13.94761905).

I  ასაკობრივ კატეგორიაში რეგიონის საუკეთესო გუნდი გახდა  ზესტაფონის  ანაბასისის სკოლის გუნდი.


??????? ????